სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი სოფელ დეხვირის საჯარო სკოლაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
დეხვირის სკოლამ მეცხრე- მეათე კლასის გამოშვება იზეიმა, რომელშიც პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად, მშობლებიც იყვნენ ჩართული, საინტერესო მუსიკალური, ლიტერატურული, ქორეოგრაფიული ნომრებით და შემეცნებითი პერფორმანსებით.
დეხვიროს სკოლის მოსწავლეები მუნიციპალიტეტის სრული პროფილის სხვა საჯარო სკოლებში გააგრძელებენ სწავლას.
მოსწავლეებს სწავლის საფეხურის დასრულება მიულოცეს და წარმატება უსურვეს: დეხვირის სკოლის დირექტორმა ხათუნა ხეცურიანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა და ლასურიაშის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში თამაზ ჭაბუკიანმა.

სიახლეები