სიახლეები
ცაგერის კულტურის ცენტრის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაციის ოროექტირებისთვის კონკურსი გამოცხადდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული საპროექტო კონკურსის მიზანია ცაგერის კულტურის ცენტრის ისტორიული ნაგებობის შენარჩუნება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მისი სრული განახლება.
პროექტის მიხედვით უნდა შეიქმნას მრავალფუნქციური ცენტრი, სადაც განთავსდება საკონცერტო დარბაზი, საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა მოიცავდეს სივრცეების ოპტიმიზაციას, გათბობა-გაგრილების, ვენტილაციის, განათებისა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების მოწყობას, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვას და ინკლუზიური გარემოს შექმნას განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.


