სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრსტრუქტურის კომისია

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 24 ივნისს  სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის  კომისიის  სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა კომისიის თავმჯდომარე  თამაზ ჭაბუკიანი.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული  საკითხები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესების დამტკიცების შესახებ, ცაგერის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის №6 დადგენილებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე;
  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

 

სიახლეები