სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 24 ივნის  საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაგახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ  რეზო ხეცურიანმა.

სხდომას ესწრებოდნენ მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ხმელიძე, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კოპალიანი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოფო გვიშიანი, განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახურის ხელმძღვანელი გოგი კვირიკაშვილი, იურიდიულ საკითხთა  და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი იამზე ბურჯალიანი.

მიღებულ იქნა  დადგენილებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ,  ცაგერის    მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 29 დეკემბრის №25 დადგენილებაში ცვლილების    შეტანის  თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 ნოემბრის 40 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის - ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის 30 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 აპრილის  6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  • ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

 მიღებულ იქნა განკარგულებები:

  • საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში  განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის №1 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების 2026 წლის პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ‘, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 იანვრის №2 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
  •  ა(ა)იპ ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა მართვის ცენტრის გაწეული საქმიანობის შესახებ.
  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის 2026 წლის მესამე კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.                                               

 

 

 

სიახლეები