სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 25 ივნისს  საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს  რიგგარეშე  სხდომა გაიმართა.

სხდომაგახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ვასილ საღინაძემ.

მიღებულ იქნა დადგენილებები:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ;
  • ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოს ოდენობის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მარტის N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მიღებულ იქნა განკარგულება:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტით ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების განხორციელების  შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 26 ნოემბრის  73 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

სიახლეები