სიახლეები

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

 

ძვირფასო აბიტურიენტებო, გილოცავთ ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს და საპასუხისმგებლო ეტაპზე გადასვლას. ეროვნული გამოცდები თქვენი მრავალწლიანი შრომის, მონდომებისა და ნიჭის წარმოჩენის საუკეთესო შესაძლებლობაა.

​მჯერა, რომ შეძლებთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენას და დასახული მიზნების მიღწევას.

​სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვით თქვენ საფუძველს ჩაუყრით საკუთარ წარმატებულ მომავალს და დიდ წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

​კიდევ ერთხელ გილოცავთ გამოცდების დაწყებას, გისურვებთ სიმშვიდეს, მეტ თავდაჯერებულობასა და დასახული მწვერვალების დაპყრობას!

პატივისცემით,

ცაგერის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

ვასილ საღინაძე.

                                                                                                                                                      

სიახლეები