სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილე მამუკა ლეთოდიანთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროს გელა მამარდაშვილთან ერთად, სოფელ ხოჯში სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილე მამუკა ლეთოდიანთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროს გელა მამარდაშვილთან ერთად, სოფელ ხოჯში სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.
პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო გზაზე არმირებული ცემენტის საფარის მოწყობა, ასევე საყრდენი კედლების, გაბიონების, სანიაღვრე არხების, ცხაურების, ზღუდარების და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა.
გარდამავალი პროექტი, რომლის ღირებულება 1 398 582 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება, 2027 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

სიახლეები