სიახლეები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა კვირის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, გაიმართა კვირის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების განვითარებას. მერებმა ისაუბრეს საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ მიმდინარე გამოწვევებსა და საჭიროებებზე.
ცალკე განიხილეს მუნიციპალიტეტებში მოქმედი სამუსიკო სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერების საკითხი. პაპუნა მარგველიძემ აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ახალგაზრდების ხელოვნებისა და კულტურის მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას. ამ მიზნით, ეტაპობრივად განხორციელდება სამუსიკო სკოლებისთვის როიალების გადაცემა, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სასწავლო პროცესის ხარისხს და შექმნის უკეთეს გარემოს მოსწავლეთა პროფესიული ზრდისთვის.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კოორდინირებული მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

სიახლეები