სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილეებთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროსთან ერთად, სოფელ ქვედა და ზედა ლუხვანოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მოადგილეებთან-რევაზ ახვლედიანთან, მამუკა ლეთოდიანთან და ზედამხედველობის სამსახურის უფროს გელა მამარდაშვილთან ერთად, სოფელ ქვედა და ზედა ლუხვანოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი დაათვალიერა.
პროექტით გათვალისწინებულია საავტომობილო გზაზე არმირებული ცემენტის საფარის მოწყობა, ასევე გაბიონების, მიერთებების, სანიაღვრე არხების, ცხაურების, და ეზოებთან მისასვლელების მოწყობა.
გარდამავალი პროექტი, რომლის ღირებულება 1 518 351 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და 2027 წლის ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.


