სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვებთან ერთად სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა
რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერ ჭაბუკი ჭაბუკიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან, მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
ცაგერის მუნიციპალიტეტში აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 2025 წელს უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები, რომელთა ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარს შეადგენს.
ამ ეტაპზე, კურორტ ლაშიჭალის მიმართულებით, მდინარე ლაჯანურზე კაპიტალური ხიდის მშენებლობა ხორციელდება. პროექტის ღირებულება 536 000 ლარია, ხოლო მისი დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს იგეგმება.
ამავე მიმართულებით, სოფელ ორბელში, პარალელურად ხორციელდება დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. პროექტის ფარგლებში ეწყობა ნაპირდამცავი ნაგებობები, ფერდის შემაკავებელი კედლები, რთულ მონაკვეთებზე მდინარეზე გადასასვლელი ფონები, ასევე დაგეგმილია მდინარის კალაპოტის ფორმირება და გასწორხაზოვნება.
აღნიშნული პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ბოლოს არის დაგეგმილი, ხოლო მისი ღირებულება 1 107 770 ლარს შეადგენს.


