სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში შიდა სასოფლო გზის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ უსახელოში შიდა სასოფლო გზის რკინა-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერ ჭაბუკი ჭაბუკიანთან, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან, მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობა დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში იგეგმება მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელების, სანიაღვრე არხებისა და ცხაურების მოწყობა, რაც სოფელში გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და უსაფრთხო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
სამუშაოების ღირებულება, რომელიც 517 000 ლარს შეადგენს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი დასრულება მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი.

სიახლეები