სიახლეები
ქალაქ ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლეჩხუმის“ დაარსებიდან 45 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
ქალაქ ცაგერში ქორეოგრაფიული ანსამბლ „ლეჩხუმის“ დაარსებიდან 45 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა.
საიუბილეო ღონისძიებაში ანსამბლ „ლეჩხუმის“ სხვადასხვა თაობის მოცეკვავეებთან ერთად მონაწილეობდნენ ქორეოგრაფიული ანსამბლ „უშბას“ წევრებიც, რომლებმაც მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამა წარადგინეს.
საღამოს დასასრულს საზეიმოდ გაიხსნა ანსამბლ „ლეჩხუმის“ ვარსკვლავი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, მერის მოადგილეები-რევაზ ახვლედიანი,მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი,ონისე ჩაკვეტაძე,ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მოღვაწეები.
45 წლიანი ისტორიის განმავლობაში ანსამბლ „ლეჩხუმმა“ ღირსეულად წარმოაჩინა ლეჩხუმის ქორეოგრაფიული ტრადიციები როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და არაერთი თაობა აღზარდა ქართული ხალხური ცეკვის სიყვარულით.
მხარის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს ანსამბლის ქორეოგრაფებს-ზურაბ, ბესარიონ ,თემურ ჩანქსელიანებს კულტურის სფეროში გაწეული ღვაწლისთვის და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


