სიახლეები
ყაზბეგში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე „თაკვერის“ მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს
ყაზბეგში გამართულ რესპუბლიკურ ტურნირზე „თაკვერის“ მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს.
ყაზბეგში დასრულდა რესპუბლიკური ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც ცაგერის მუნიციპალიტეტის სპორტული კლუბის, „თაკვერის“ წარმომადგენლებმა წარმატებით იასპარეზეს და ღირსეული შედეგი დააფიქსირეს.
ტურნირზე „თაკვერის“ ახალგაზრდა მოჭიდავეებმა ერთი პირველი და ორი მესამე ადგილი მოიპოვეს.
პირველი ადგილი – ცოტნე სილაგაძე
მესამე ადგილი – ანდრია ურთმელიძე და ზურაბ ლაკვეხელიანი.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს გამარჯვებულებს, მათ მწვრთნელებსა და „თაკვერის“ მთელ გუნდს ამ წარმატებას, მომავალ ტურნირებზე არაერთ გამარჯვებას უსურვებს.


