სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი ცაგერის სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტს დაესწრო
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი ცაგერის სამუსიკო სკოლის საანგარიშო კონცერტს დაესწრო.
კონცერტზე სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა მსმენელის წინაშე სხვადასხვა ჟანრის საფორტეპიანო ნაწარმოებები შეასრულეს.
ღონისძიებაში მონაწილეობდა ასევე ცაგერის სამუსიკო სკოლის გუნდი, რომელმაც მაყურებელს მრავალფეროვანი მუსიკალური ნომრები წარუდგინა.
ცაგერის სამუსიკო სკოლა წლების განმავლობაში ღირსეულად აგრძელებს მუსიკალური განათლების ტრადიციებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების განვითარებაში.
ღონისძიების დასასრულს მსმენელს სიტყვით მიმართეს სამუსიკო სკოლის დირექტორმა რუსუდან ყურაშვილმა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსმა გოგი კვირიკაშვილმა.


