სიახლეები

ძვირფასო აბიტურიენტებო, გულითადად გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას

ძვირფასო აბიტურიენტებო,
გულითადად გილოცავთ ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებას!
დღეს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ეს არის დღე, რომლისთვისაც დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდით, შრომობდით და ცოდნას აგროვებდით. ახლა ყველაზე მთავარი საკუთარი შესაძლებლობების რწმენაა.
მჯერა, რომ თქვენი მონდომება და მიზანსწრაფულობა სასურველ შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თითოეულ თქვენგანს ვუსურვებ, წარმატებით ჩააბაროთ გამოცდები, აისრულოთ ოცნებები და ღირსეულად გააგრძელოთ განათლების გზა.
მადლობას ვუხდი თქვენს მშობლებს, პედაგოგებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვან გზაზე გვერდით გედგათ და მხარს გიჭერდათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტის სახელით, გისურვებთ წარმატებას, ჯანმრთელობას და მრავალ გამარჯვებას. გვჯერა თქვენი და გვეამაყება ყოველი თქვენი წარმატება.
პატივისცემით,
ჭაბუკი ჭაბუკიანი
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი

სიახლეები