სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და ჩიპირების აქცია გაიმართება
ცაგერის მუნიციპალიტეტში პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და ჩიპირების აქცია გაიმართება.
2026 წლის 14-15 ივლისს ცაგერში, ცხოველთა კეთილდღეობის ორგანიზაცია Mayhew Georgia-ს ინიციატივით, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, გაიმართება პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და იდენტიფიკაციის (ჩიპირების) აქცია.
პროგრამის მიზანია პასუხისმგებლიანი ცხოველთა პატრონობის ხელშეწყობა, შინაური ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა და მათი ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.
აქციის ფარგლებში უფასოდ განხორციელდება:
ძუ ძაღლების სტერილიზაცია;
ჩიპირება;
ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.
ყველა ქირურგიული პროცედურა ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების სრული დაცვით, გამოცდილი ვეტერინარების გუნდის მიერ.
მისამართი: ქ. ცაგერი, აღმაშენებლის N1 (ძველი კომმშენის ტერიტორია).
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია, რომელიც შესაძლებელია სპეციალურ ბმულზე ან ღონისძიების აფიშაზე განთავსებული QR კოდის დასკანერებით.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ Mayhew Georgia-ს Facebook-ის გვერდის საშუალებით, ელფოსტაზე info.georgia@themayhew.org ან ტელეფონის ნომერზე 577 511 599.


