სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან მიმდინარე და დაგეგმილ საკითხებზე იმსჯელეს.
შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული აგროთანადაფინანსების პროგრამები იყო.
სააგენტოს წარმომადგენელმა მერის წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მოქმედ სახელმწიფო პროგრამებზე, რომლებიც ითვალისწინებს მრავალწლოვანი კულტურების გაშენების, სასათბურე მეურნეობების მოწყობის,
განვითარების, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის, აგრეთვე წყლის აკვაკულტურისა და სხვა მიმართულებების თანადაფინანსებას. აღინიშნა, რომ პროგრამები ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს განავითარონ საკუთარი მეურნეობები და გაზარდონ სოფლის მეურნეობის წარმოების ეფექტიანობა.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს 14–15 ივლისს ცაგერის მუნიციპალიტეტში დაგეგმილი პატრონიანი ძუ ძაღლების უფასო სტერილიზაციისა და იდენტიფიცირების (ჩიპირების) პროგრამა, რომელსაც ორგანიზაცია Mayhew Georgia სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით განახორციელებს.
მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებს მოსახლეობის დროული ინფორმირება დაავალა, რათა პროგრამით სარგებლობა შეძლოს მაქსიმალურად მეტმა მოქალაქემ.
შეხვედრაზე იმსჯელეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე. აღინიშნა, რომ მათი დროული და ხარისხიანი განხორციელება მნიშვნელოვანი წინაპირობაა მუნიციპალიტეტის განვითარების და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი


