სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 21 ივლისს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.
ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ.
პროექტი განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 27 ივლისს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ.
პროექტი განსახილველად გადაეცა ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 27 ივლისს 12:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.
პროექტი განსახილველად გადაეცა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 28 ივლისს, 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2026 წლის 29 ივლისს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2026 წლის 29 ივლისს.


