სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 29 ივლისს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომა
სხდომას ესწრებოდა მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი გიორგი კვირიკაშვილი, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი თენგიზ მეშველიანი, იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი იამზე ბურჯალიანი.
მიღებულ იქნა დადგენილებები:
- ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის განთავსების წესის დამტკიცების შესახებ.
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსების, ჩაბარების, წარმოების და აღრიცხვა ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ივნისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
-
საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.


