სიახლეები

მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ალუდა თუთისანმა, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან ჭაბუკი ჭაბუკიანთან, მერის მოადგილეებთან – რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვასილ საღინაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრის ფარგლებში დეტალურად განიხილეს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულების პროცესი, თითოეული პროექტის მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებისა და მაღალი ხარისხის სტანდარტების დაცვით შესრულების აუცილებლობას.
მხარისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტი მოსახლეობის ინტერესებს ემსახურება, ამიტომ მნიშვნელოვანია სამუშაოების შეუფერხებლად წარმართვა, ხარისხის მუდმივი კონტროლი და სახელშეკრულებო ვალდებულებების სრულად შესრულება. მათ შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდეს, მაქსიმალური პასუხისმგებლობით უზრუნველყონ, როგორც სამუშაოების ტემპის შენარჩუნება, ისე შესრულებული სამუშაოების ხარისხი, რათა პროექტები მოსახლეობას დროულად და სრულყოფილი სახით ჩაბარდეს.
სამუშაო შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, რომლებმაც მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და სამომავლო სამუშაო გეგმები განიხილეს

სიახლეები