სიახლეები
მუნიციპალიტეტის ხელმძრვანელები სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ცაგერის მუნიციპალიტეტის განყოფილების უფროსთან ერთად ნებაყოფლობით ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად დარეგისტრირებული წვევამდელების ოჯახებს ესტუმრნენ
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ცაგერის მუნიციპალიტეტის განყოფილების უფროსი გურამ ანდღულაძე და სამსახურის წარმომადგენლები, ნებაყოფლობით ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად დარეგისტრირებული წვევამდელების ოჯახებს ესტუმრნენ.
ოჯახებს გადაეცათ მადლობის წერილები, რომლებიც სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გამოგზავნილი.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს წვევამდელებსა და მათ ოჯახებს ქვეყნის წინაშე გამოჩენილი მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პატრიოტული დამოკიდებულებისთვის.
წვევამდელთა მშობლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და სამშობლოს ერთგული შვილების აღზრდისთვის.
ცაგერის მუნიციპალიტეტი მომავალშიც განაგრძობს იმ ახალგაზრდებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეში საკუთარი წვლილის შეტანას პასუხისმგებლობით ეკიდებიან.


