სიახლეები

ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მშენებელ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დროებით შეჩერებულია

ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, მშენებელ ორგანიზაციასთან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დროებით შეჩერებულია.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი ტენდერის გამოცხადებისთვის საჭირო მოსამზადებელი პროცედურები, რათა პროექტის განხორციელება უმოკლეს ვადებში განახლდეს და სარეაბილიტაციო სამუშაოები შეუფერხებლად გაგრძელდეს.
პარალელურად, ცაგერის მუნიციპალიტეტი ახორციელებს სტადიონის ტერიტორიის მოწესრიგების სამუშაოებს. ამ მიზნით მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდა, დასუფთავება და მოწესრიგება.
ცაგერის მუნიციპალიტეტი საზოგადოებას მიმდინარე პროცესების შესახებ პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას და უზრუნველყოფს, რომ პროექტის განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სრული დაცვით გაგრძელდეს.

სიახლეები