სიახლეები
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა რუმინეთში გამგზავრებამდე ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლეჩხუმი“ უმცროსი თაობის წევრები გააცილეს და წარმატებები უსურვეს
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილეებმა-რევაზ ახვლედიანმა, მამუკა ლეთოდიანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ონისე ჩაკვეტაძემ რუმინეთში გამგზავრებამდე ქორეოგრაფიული ანსამბლის „ლეჩხუმი“ უმცროსი თაობის წევრები გააცილეს და წარმატებები უსურვეს.
ანსამბლი, რომელიც ცაგერის მუნიციპალიტეტის ესთეტიკური აღზრდის ცენტრთან ფუნქციონირებს, ქალაქ ვატრა დორნეიში გამართულ მე-19 საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას და საქართველოს სახელით წარდგება მაყურებლის წინაშე.
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ანსამბლის წევრები ასევე სტამბულსა და ბუქარესტს დაათვალიერებენ.
ცაგერის მუნიციპალიტეტი ანსამბლ „ლეჩხუმს“ წარმატებულ გამოსვლებსა და საქართველოს ღირსეულად წარმოჩენას უსურვებს.


