სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, მერის მოადგილეებთან-რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან, ასევე მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას, სოციალური პროგრამების ეფექტიან განხორციელებასა და თითოეული პროექტის მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებზე მაქსიმალურ მორგებას.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს უახლოეს პერიოდში დაგეგმილ კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე, მათი ორგანიზების პროცესსა და მოსამზადებელ სამუშაოებზე.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ადმინისტრაციული და საორგანიზაციო საკითხებიც, მათ შორის მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციის, მიმდინარე დავალებების შესრულებისა და სამომავლო სამუშაოების ეფექტიანად დაგეგმვის მიმართულებები.
შეხვედრის დასასრულს მუნიციპალიტეტის მერმა შესაბამის სამსახურებს კონკრეტული დავალებები მისცა და ხაზი გაუსვა მოქალაქეების საჭიროებებზე დროული რეაგირებისა და თითოეული მიმართულებით კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

სიახლეები