სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში- ცოტნე სილაგაძეს შეხვდა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად, საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პრიზიორს თავისუფალ ჭიდაობაში- ცოტნე სილაგაძეს შეხვდა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს ახალგაზრდა ფალავანს, მომავალ სპორტულ კარიერაში კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები უსურვეს და მუნიციპალიტეტის სახელით სიმბოლური საჩუქარი – სპორტული ეკიპირება გადასცეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ცოტნე სილაგაძის მიღწევა მნიშვნელოვანი წარმატებაა როგორც მისი პირადი სპორტული გზისთვის, ისე მთლიანად ლეჩხუმის სპორტული ცხოვრებისათვის.
“ახალგაზრდა მოჭიდავე ამართლებს იმედებს და ღირსეულად წარმოადგენს თავის კუთხეს სხვადასხვა სპორტულ ასპარეზზე. ცოტნე სილაგაძე ლეჩხუმის ოლიმპიური იმედია. გულითადად ვუსურვებ ჯანმრთელობას, მიზნების წარმატებით განხორციელებასა და არაერთ ღირსეულ გამარჯვებას საქართველოსა და საერთაშორისო ტურნირებზე”- აღნიშნა ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი, სასპორტო სკოლის დირექტორი კობა ქომეთიანი და ახალგაზრდა ფალავნის მწვრთნელი მალხაზ მახარობლიძე.

სიახლეები