სიახლეები
სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ცაგერის სპორტის სასახლეში დაესწრნენ თანამეგობრობის თასის დასკვნით ფინალურ ასპარეზობას ფრენბურთში, რომელიც დასავლეთ საქართველოს გოგონათა ასაკობრივ გუნდებს შორის გაიმართა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან ერთად, ცაგერის სპორტის სასახლეში დაესწრო თანამეგობრობის თასის დასკვნით ფინალურ ასპარეზობას ფრენბურთში, რომელიც დასავლეთ საქართველოს გოგონათა ასაკობრივ გუნდებს შორის გაიმართა.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ საჩხერის, წალენჯიხისა და ხონის გუნდები. საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა:
I ადგილი – წალენჯიხა;
II ადგილი – ხონი;
III ადგილი – საჩხერე.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები თასებითა და შესაბამისი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.
შეჯიბრების დასრულების შემდეგ გაიმართა საქართველოს 2025–2026 წლების ჩემპიონატის გამარჯვებული მამაკაცთა ფრენბურთის კლუბ „ცაგერის“ დაჯილდოების ცერემონია. ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიისგან საქართველოს ჩემპიონ გუნდს ფულადი ჯილდო გადაეცა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით თევზაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები – რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები – ონისე ჩაკვეტაძე, მარიკა კოპალიანი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი.


