სიახლეები
ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული „დედებისა და შვილების" გუნდი ლეჩხუმში სამდღიან სოლო კონცერტს გამართავს
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული „დედებისა და შვილების" გუნდი ლეჩხუმში სამდღიან სოლო კონცერტს გამართავს.
27 ივლისი – სოფელ ქულბაქის ცენტრის მიმდებარედ(სტადიონზე) 19:00 საათი.
28 ივლისი – სოფელ ორბელის ცენტრი, 18:00 საათი.
29 ივლისი – სოფელი ბარდნალა, ლადო ასათიანის სახლ- მუზეუმის ეზო, 19:00 საათი.
კონცერტის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ხალხური სიმღერები, საგალობლები და ქართული ქალაქური სიმღერები.
დასწრება თავისუფალია!


