სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოს თავმჯდომარეებს შეხვდა.
სახელმწიფო რწმუნებულმა დეტალური ინფორმაცია მიიღო ლენტეხის მუნიციპალიტეტში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 98-ე კილომეტრზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ.
აღინიშნა, რომ ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. რწმუნებულმა ხაზი გაუსვა სამუშაოების უმოკლეს ვადებში დასრულების აუცილებლობას, რათა დროულად აღდგეს ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილება და აღმოიფხვრას შეფერხებები.
შეხვედრას ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, რწმუნებულის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსი ლევან ცხვედიანი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზურა ცაგურიშვილი და აპარატის უფროსი მარიკა დვალი.
 

სიახლეები