სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძესთან ერთად, ცაგერის კულტურის ცენტრში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძესთან ერთად, ცაგერის კულტურის ცენტრში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე ისტორიკოსებმა ვალერიან ვაშაკიძემ და გიორგი ჭეიშვილმა ქრისტიანობის მნიშვნელობაზე და საქართველოს სახელმწიფოებრივ და კულტურულ განვითარებაში რელიგიის გავლენაზე ისაუბრეს.
ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ, ისტორიკოსებისთვის დაესვათ კითხვები და მიეღოთ პასუხები.


