სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭაბუკი ჭაბუკიანმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან ერთად, სოფელ ქვედა ცაგერში რეაბილიტირებული შიდა სასოფლო გზა დაათვალიერა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭაბუკი ჭაბუკიანმა, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან ერთად, სოფელ ქვედა ცაგერში რეაბილიტირებული შიდა სასოფლო გზა დაათვალიერა.
„ლაზარიანების უბანში“ მოეწყო გზის გასამაგრებელი საყრდენი კედელი და სანიაღვრე არხები. შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ გზაზე დაიგო არმირებული ცემენტ-ბეტონის საფარი, ასევე მოეწყო მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები.
დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილზე დაათვალიერეს ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მამუკა ლეთოდიანმა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გელა მამარდაშვილმა.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 508 000 ლარი შეადგინა. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.


