სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სკრინინგის აქცია ჩატარდა
ცაგერის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, სამხარეო ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სკრინინგის აქცია ჩატარდა.
სკრინინგის მიმდინარეობას ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილეები- რევაზ ახვლედიანი, მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები-მარიკა კოპალიანი და ონისე ჩაკვეტაძე გაეცნენ.
აქციის ფარგლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ისარგებლა სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი გამოკვლევით, მათ შორის: 40-70 წლის ქალბატონებმა ძუძუს კიბოს სკრინინგით და 25-60 წლის ქალბატონებმა საშვილოსნოს ყელის სკრინინგით. აქციის ფარგლებში, ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის მიერ, ჩატარდა სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევებიც.


