სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 18 აგვისტოს საკრებულოს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას ხელმძღვანელობდა ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე.

ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება შემდეგი სამართლებრივი  აქტების პროექტების განხილვის პროცედურების დაწყების, ამ პროექტების კომისიებში განხილვისა და მათი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის შესახებ:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის  (ქანდაკების), ობელისკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტის  განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 ივლისის N 16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
  • ცნობილი საზოგადო მოღვაწის, პროფესორის მიხეილ ალავიძის საცხოვრებელ სახლთან  სოფელ საირმეში მემორიალური დაფის გახსნის შესახებ.

პროექტები განსახილველად გადაეცა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 21 აგვისტოს 11:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. 
  • პროექტი განსახილველად გადაეცა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას. კომისიის სხდომა ჩატარდება 26 აგვისტოს 10:00 საათზე, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
  •  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის უნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების შესახებ.

პროექტი განსახილველად გადაეცა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიას, კომისიის სხდომა ჩატარდება 20 აგვისტოს, 12:00 საათზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

ბიურო მორიგ სხდომაზე მოისმენს აღნიშნული სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ კომისიის დასკვნებს და წინადადებებს. ბიუროს მორიგი სხდომა ჩატარდება 2026 წლის 26 აგვისტოს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში.

საკრებულოს დღის წესრიგის პროექტში შეტანილი საკითხები განიხილება და დამტკიცდება საკრებულოს მორიგ სხდომაზე, 2026 წლის 26 აგვისტოს.

 

 

სიახლეები