სიახლეები

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა
ქ. ამბროლაურში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ზურაბ გოზალიშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების მერები, ფერმერები და მეწარმეები ესწრებოდნენ.
აგროთანადაფინანსების პროგრამა მოიცავს პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების, ასევე სასურსათო დანიშნულების ცხოველების დაკვლისთვის განკუთვნილი ობიექტების (სასაკლაოების) მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტებს. პროგრამის ფარგლებში, ასევე ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტი, რომელიც ძირითადი და საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას ითვალისწინებს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია რეგისტრირებულ მეწარმე ფიზიკურ პირს (ინდივიდუალურ მეწარმეს) ან მეწარმე იურიდიულ პირს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/4vXHFpq

სიახლეები