სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული „დედებისა და შვილების" გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, სოფელ ქულბაქში,
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გამართულ, ქალაქ რუსთავის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან არსებული „დედებისა და შვილების" გუნდის სოლო კონცერტს დაესწრო.
კონცერტის პროგრამაში წარმოდგენილი იყო ტრადიციული ხალხური სიმღერები, საგალობლები და ქართული ქალაქური სიმღერები.
აღნიშნული კონცერტები ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელსა და ბარდნალაშიც ჩატარდა.

სიახლეები