სიახლეები
ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცაგერის კულტურის ცენტრის, კომაროვის სკოლის პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის და თბილისის N37 საჯარო სკოლის შენობის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა
ინფრასტრუქტურის სამინისტროში ცაგერის კულტურის ცენტრის, კომაროვის სკოლის პანსიონისა და სასადილოს კომპლექსის და თბილისის N37 საჯარო სკოლის შენობის არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, ვლადიმირ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის №199 და №37 საჯარო სკოლების დირექტორები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.
კომისიის წევრებმა განიხილეს ცაგერის კულტურის ცენტრის არქიტექტურული კონცეფცია.
იხილეთ ვრცლად: https://shorturl.at/ehiyV


