სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მორიგი სხდომა
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2026 წლის 25 აგვისტოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომას ხელმძღვანელობდა ფრაქციის თავმჯდომარე- დავით მუშკუდიანი.
სხდომაზე განხილულ იქნა საკითხები:
- საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტის მოწონების შესახებ.
- ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.


