სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს მორიგი სხდომა

 

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 2026 წლის 26 აგვისტო  საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომა გახსნა და დღის წესრიგი გააცნო დეპუტატებს ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ  ვასილ საღინაძემ.

სხდომას ესწრებოდა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან კოპალიანი,  სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი სოფო გვიშიანი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ ხეცურიანი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელის  მოადგილე მირზა ქომეთიანი, ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი ნინო გველებიანი.

მიღებულ იქნა დადგენილება:

  • ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონუმენტური სახვითი ხელოვნების ძეგლის (ქანდაკების), ობელესკის, მემორიალური დაფისა და სხვა მემორიალური ობიექტების განთავსების წესის დამტკიცების შესახებ, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 29 ივლისის N16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მიღებულ იქნა განკარგულებები:

  •  ცაგერის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
  •  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების შესახებ.


სიახლეები