სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან ერთად, სოფელ უსახელოში რეაბილიტირებული შიდა სასოფლო გზა დაათვალიერა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან ერთად, სოფელ უსახელოში რეაბილიტირებული შიდა სასოფლო გზა დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მოეწყო რკინა-ბეტონის საფარი, მოსახლეობის ეზოებთან მისასვლელები, სანიაღვრე არხები და ცხაურები, რაც სოფელში გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და უსაფრთხო გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს.
ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იმყოფებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
სამუშაოები, რომელთა ღირებულება 517 000 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.


