სიახლეები
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის დელეგატ გოჩა ენუქიძესთან ერთად, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებსა და საკრებულოების თავმჯდომარეებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, მათი განხორციელების ეტაპები, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტული საჭიროებები და პროექტების ეფექტიანი კოორდინაციის საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ონის მუნიციპალიტეტში შქმერი–მრავალძლის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ქალაქ ონის ცენტრალურ შესასვლელში არსებული პრობლემური მონაკვეთის მოწესრიგების პროცესს, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში კულტურის სახლების რეაბილიტაციასა და ლენტეხის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერების მოწყობის პროექტებს.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს რეგიონში სპორტის სხვადასხვა სახეობის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებებზე, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდებისთვის დამატებითი შესაძლებლობების შექმნაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მხარეში დაგეგმილი მასშტაბური კულტურული, სპორტული და საზოგადოებრივი ღონისძიებების ორგანიზებას, მათი მაღალ დონეზე ჩატარებისა და შესაბამის უწყებებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის უზრუნველყოფას.
სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს რეგიონში მნიშვნელოვანი და მასშტაბური პროექტების განხორციელებაა დაგეგმილი, რაც თითოეული მუნიციპალიტეტის მაქსიმალურ ჩართულობასა და უწყებათაშორის ეფექტიან თანამშრომლობას საჭიროებს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანი, ადმინისტრაციის რეგიონული პროექტებისა და კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილე ზურა ლომინაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ილია კენჭაძე და ადმინისტრაციის აპარატის უფროსი მარიკა დვალი ესწრებოდნენ.


