სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პროექტის – „მოყვარულთა ლიგის“ მუნიციპალურ ჩემპიონატს დაესწრო
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, 4-5 აგვისტოს ცაგერის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პროექტის – „მოყვარულთა ლიგის“ მუნიციპალურ ჩემპიონატს დაესწრო.
ჩემპიონატი ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის და ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ „ხვამლის“ ორგანიზებით ჩატარდა. ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო, ასევე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ფეხბურთის რეგიონული ფედერაცია.
შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ბარდნალის, ლასურიაშის, ჩხუტელის, „სიბიკარისა“ და „ხვამლის“ გუნდები.
ოლიმპიური სისტემით გამართულ ტურნირზე გამარჯვება „სიბიკარის“ გუნდმა მოიპოვა, მეორე ადგილი „ხვამლმა“ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ჩხუტელის გუნდი გავიდა.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები თასებით, შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, ფულადი ჯილდოებითა და სხვადასხვა პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ლადო საღინაძე დასახელდა, ხოლო საუკეთესო მეკარის ტიტული მირონ კოპალიანს ერგო.
ღონისძიებას, ასევე ესწრებოდნენ მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე, მერიის განათლების, კულტურის, სპორტის სამსახურის უფროსი გოგი კვირიკაშვილი


