სიახლეები

ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში ღონისძიება გაიმართა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული ზურაბ ეფაძის ხსოვნას მიეძღვნა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, ცაგერის მთავარ ბიბლიოთეკაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გმირულად დაღუპული ზურაბ ეფაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ღონისძიებას ბიბლიოთეკის მკითხველები თამარ ქურასბედიანი და ანდრია ხაბულიანი უძღვებოდნენ.
გმირის მშობლიური ჩხუტელის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ჩაფრავამ, დამსწრე საზოგადოებას თემატური პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც ზურაბ ეფაძის ხანმოკლე, ღირსეული ცხოვრების გზა და სამშობლოსთვის თავდადება იყო ასახული.
საღამოზე სიტყვით გამოვიდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მერის პირველი მოადგილე რევაზ ახვლედიანი, მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორი ბელა საღინაძე, გმირის მამა ავთო ეფაძე, ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გიორგი გუგავა, ცაგერის სამხედრო სამსახურის წარმომადგენლები, ჩხუტელის საჯარო სკოლის პედაგოგები და ზურაბ ეფაძის მეგობრები.
მომხსენებლებმა გაიხსენეს ზურაბ ეფაძის ცხოვრება, მისი პიროვნული ღირსებები, სამშობლოსადმი ერთგულება და გმირობა, კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი მის ნათელ ხსოვნას და ხაზი გაუსვეს გმირების ღვაწლის თაობებისთვის გადაცემის მნიშვნელობას.

სიახლეები