სიახლეები

სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ლეჩხუმელი გმირის, ზურაბ ეფაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა ჭაბუკი ჭაბუკიანმა, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ალუდა თუთისანთან ერთად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ლეჩხუმელი გმირის, ზურაბ ეფაძის ხსოვნას პატივი მიაგო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფელ ჩხუტელში მდებარე გმირის საფლავი გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს.
ზურაბ ეფაძის ხსოვნას პატივი მიაგეს ,ასევე, ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა რევაზ ახვლედიანმა და მამუკა ლეთოდიანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა რეზო ხეცურიანმა, მარიკა კოპალიანმა და ონისე ჩაკვეტაძემ, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსმა გურამ ანდღულაძემ, ვეტერანთა სამსახურის წარმომადგენელმა მირიან მურცხვალაძემ, თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და ლეჩხუმის საზოგადოების საზოგადოებამ.
დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

სიახლეები