სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, სოფელ საირმეში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით ჩატარებულ საზეიმო წირვას დაესწრო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, სოფელ საირმეში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კურთხევასთან დაკავშირებით ჩატარებულ საზეიმო წირვას დაესწრო, რომელიც ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ აღავლინა.
სოფელ საირმეში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი ადგილობრივი მკვიდრის,, ბიზნესმენ დიმიტრი ალავიძის მხარდაჭერით განახლდა.
საზეიმო წირვას მრევლთან ერთად ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები - რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები - რეზო ხეცურიანი და ონისე ჩაკვეტაძე დაესწრნენ.

სიახლეები