სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, ახალი საზოგადოებრივი სივრცის გახსნის ღონისძიებას დაესწეო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, პირველ მოადგილე რევაზ ახვლედიანთან ერთად, ახალი საზოგადოებრივი სივრცის გახსნის ღონისძიებას დაესწეო.
ადგილობრივი მოსახლეობისა და მუნიციპალიტეტის აქტიური ჩართულობით სოფლის მოედნის მიმდებარედ მოეწყო ახალი საზოგადოებრივი სივრცე, სადაც განთავსებულია მინი ბიბლიოთეკები, ბილიარდი, მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის ფეხბურთი, სამაგიდო თამაშები და ტელესკოპი.
პროექტი - „თაობები ერთად სოფლისთვის“, რომლის ფარგლებშიც საზოგადოებრივი სივრცე მოეწყო, მიზნად ისახავს სხვადასხვა თაობის დაახლოებას, ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო და გასართობი გარემოს შექმნასა და სოფლის საზოგადოებრივი ცხოვრების გააქტიურებას.
პროექტის ავტორები და-ძმა გვანცა და გიგა ჭაბუკიანები არიან და მისი ღირებულება 45 ათას ლარს აჭარბებს.
პროექტის ავტორების განცხადებით, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სოფელთან ადამიანების კავშირის გაძლიერებას, საზოგადოებრივი ცხოვრების გამოცოცხლებასა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სივრცის განვითარება მომავალშიც გაგრძელდება და განსაკუთრებული ყურადღება მის გამწვანებას დაეთმობა.

სიახლეები