სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი, მოადგილეებთან - რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან ერთად, სოფელ ქვედა და ზედა ლუხვანოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, მოადგილეებთან - რევაზ ახვლედიანთან და მამუკა ლეთოდიანთან ერთად, სოფელ ქვედა და ზედა ლუხვანოს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ეწყობა რკინა-ბეტონის საფარი, საყრდენი კედლები, ეზოებთან მისასვლელები, სანიაღვრე არხები და ცხაურები, რაც სოფელში გადაადგილების პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
სამუშაოები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 1,5 მილიონ ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.


