სიახლეები
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ქალაქ ცაგერში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრო
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი ქალაქ ცაგერში, „მუსიკალური ზაფხული 2026“-ის ფარგლებში, ქართველი შემსრულებლების მონაწილეობით გამართულ კონცერტს დაესწრო.
კონცერტზე მაყურებლის წინაშე მუსიკალური პროგრამით გიორგი შავლაშვილი, ენრიკო ჯანელიძე, ჯგუფები „დრონი“, „ალეგრო“, „ბანი“ და „გუფი ლენდი“ წარსდგნენ. საღამოს უძღვებოდა მაკა შალიკაშვილი.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ონისე ჩაკვეტაძე.
ღონისძიება საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოს“, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.


