სიახლეები
ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ უცხერში მცხოვრებ მრავალშვილიან (8 ბავშვი) გასვიანების ოჯახს საოჯახო ტექნიკა და ინვენტარი ადგილზე გადაეცა
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ახვლედიანმა, „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის“ ცენტრის ხელმძღვანელ მარინე სვანიძესთან და მერიის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ დავით ჩაკვეტაძესთან ერთად, ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ უცხერში მცხოვრებ მრავალშვილიან (8 ბავშვი) გასვიანების ოჯახს საოჯახო ტექნიკა და ინვენტარი ადგილზე გადასცა.
პროგრამა ხორციელდება ,,ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრის" მიერ დელეგირებული უფლებამოსილებით, მიზნობრივი დახმარების წესის N2 პროექტით გათვალისწინებული „მძიმე კრიზისში მყოფი არასრულწლოვანი ბავშვების ოჯახებისათვის საოჯახო ტექნიკისა და ავეჯით დახმარების მიმართულებით.


