სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ქალაქ ცაგერში მდებარე ესთეტიკური აღზრდის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა, ჭაბუკი ჭაბუკიანმა, ქალაქ ცაგერში მდებარე ესთეტიკური აღზრდის ცენტრში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს შენობის იატაკის განახლება, კარ-ფანჯრებისა და ელექტროსისტემის რეაბილიტაცია, ასევე აივნებისა და კიბეების აღდგენა.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ასევე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები რევაზ ახვლედიანი და მამუკა ლეთოდიანი, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე რეზო ხეცურიანი.
პროექტის ღირებულება 90 972 ლარს შეადგენს და იგი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს არის დაგეგმილი

სიახლეები