სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 8 ვაკანსია ცხადდება

ცაგერის მუნიციპალიტეტში საჯარო უწყებებში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით 8 ვაკანსია ცხადდება.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 2026 წლის პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით შეუძლიათ.
ცაგერის მუნიციპალიტეტი (მერია, აიპი, საკრებულო) ანაზღაურებად სტაჟირებას 8 პოზიციაზე გამოაცხადებს.
მერიის განათლების, კულტურისა და სპორტის სამსახური - 1; სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური - 1; ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური - 1; ადმინისტრაციული სამსახური - 1; ა(ა)იპ „ტურიზმის განვითარებისა და ძეგლთა დაცვის ცენტრი“ – 1; ა(ა)იპ „სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო სამსახური“ – 1; ა(ა)იპ „კომუნალური მომსახურეობა" – 1.
ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში -1 ვაკანსია

სიახლეები