სიახლეები

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად, სოფელ ლასხანის შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი ჭაბუკი ჭაბუკიანი, საკრებულოს თავმჯდომარე ვასილ საღინაძესთან ერთად, სოფელ ლასხანის შიდა სასოფლო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ეწყობა რკინა-ბეტონის საფარი, საყრდენი კედლები, ეზოებთან მისასვლელები, სანიაღვრე არხები და ცხაურები, ფოლადის ბაგირებიანი ზღუდარები, რაც სოფელში გადაადგილებას კომფორტულს და უსაფრთხოს გახდის.
მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მამუკა ლეთოდიანი და მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გელა მამარდაშვილი.
სამუშაოები, რომელთა ღირებულება 1 376 450 ლარს შეადგენს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი დასრულება ნოემბრის ბოლოს იგეგმება.

სიახლეები